Tuesday, June 30, 2015

4 დღის რეფლექსია

4 დღეს შევიმუშავეთ დროში გაწერილ შეფასების გეგმას და ჩავსვით ჩვენს მიერ შემუშავებული გეგმა პროექტის გეგმის ნიმუშში.
ვიმუშავეთ და ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
გავეცანით შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზზს და ჩავწერეთ გეგმის ნიმუშში ჩამოყალიბებული მონახაზი, ჩვენს მიერ დაგეგმილი მეთოდების მიხედვით.
ვიმუშავეთ ბლოგებზე და პრეზენტაციის აწყობაზე.

Friday, June 26, 2015

მესამე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით და განვიხილეთ 21-ე საუკუნის სტანდარტები და შეფასების რუბრიკები, 21-ე საუკუნის სიტყვები.მოვარგეთ ჩვენს მიერ დაგეგმილ პროექტს და შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის ნიმუში.
     ასევე გავეცანით ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას, რომლის მიხედვითაც ჩამოვაყალიბეთ საკვანძო კითხვები.გადავამოწმეთ ჩვენს მიერ დასმული კითხვები,საკვანძო კითხვების რუბრიკის მიხედვით და უფრო დავხვეწეთ.
     ასევე შევისწავლეთ ბლოგის დიზაინის, მოცულობის, ფორმის და სხვადასხვა ფუნქციების შესრულება.